თარიღი
2023-06-10
თარიღი
11:00 სთ
მისამართი
თსუ, II კორპუსი, 119 აუდიტორია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან არსებული თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით და ფაკულტეტის საჯარო სამართლის მიმართულებებთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 10 ივნისს გაიმართება კონფერენცია თემაზე: “კერძო და საჯარო სამართლის ურთიერთმიმართების თანამედროვე გამოწვევები”.
კონფერენციის ჩატარების ადგილია თსუ-ის II კორპუსი, აუდიტორია 119. კონფერენციის დაწყების დროა: 11:00 საათი.
კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.
მსგავსი ღონისძიებები